უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ფრანგი
უმარ ჯალო იპონით დაამარცხა, შემდეგ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიქსონ
დელ ორბე კორტორეალს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი
ტაკანორი ნაგაზე უმძიმეს, 7-წუთიან ბრძოლაში შიდოებით დაამარცხა და ნახევარფინალში
გავიდა, სადაც ასევე სამი გაფრთხილებით საეიდ მოლაეის აჯობა, ფინალში კი ბელგიელ მატიას
კასეს შეხვდა, რომელთანაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შარშან წააგო და ამჯერად 22
წლის ქართველმა რევანში აიღო და ოქროს მედალს დაეუფლა!
ძალიან დაძაბული შეხვედრა გრიგალაშვილმა დამატებით დროში ულამაზესი გდებით მოიგო და
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (ძიუდოში).
ამრიგად, მას უკვე 22 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედალი
(შარშან მოიგო) აქვს მოპოვებული, ასევე, ორგზის ევროპის ჩემპიონია.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებს
პირველი მედალი სწორედ ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. მანამდე უმედლოდ ლუხუმ
ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ
ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ. 10 ოქტომბერს, საქართველოს სახელით 90 კგ წონით
კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…